The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე დადიანი

კონსტანტინე დადიანი
სხვა სახელი:კოწია დადიანი
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 1903  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი.
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1870/80-იან წლებში. დაწერილი აქვს პოემები: "ყანშაუბეი", "გიორგი" (ჩვენი ცხოვრებიდან), "ოცნება", "ანუკა ბატონიშვილი" (გალექსილი ისტორია, გრიგილ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით), "ძველი ამბავი"; თარგმნა პუშკინის "Цыганский табор" და სხვა ლექსები. კონსტანტინე დადიანის ხელნაწერები და წიგნები ხანძარმა გაანადგურა 1906 წლის 3 თებერვალს, როცა მისი შვილის მუშნის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმმა კონსტანტინე დადიანის სახლს ცეცხლი წაუკიდა. "დიდი ნიკო" დადიანის შვილიშვილი, მუშნი დადიანის მამა. კონსტანტინე (კოწია) გიორგის ძე დადიანი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.795

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: