The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი კანდელაკი

ნელი კანდელაკი
ოფიციალური სახელი:ელეონორა კანდელაკი
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 2004  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს, (პედაგოგები – კ. სანაძე, ა. ქუ­თათელაძე, ვ. შუხაევი).

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1979–2001წწ. იყო აკადემიის მოსამზადებელი კურსების დირექტორი; 1962 წლიდან სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა. ნამუშევრები: პორტრეტები – "ნიკოლოზ კანდელაკი" (1958), "ირაკლი აბაშიძე", "გიორგი ლეონიძე", "იოსებ გრიშა­შვი­ლი", "ლეო ქიაჩელი" (ყველა 1959), "ფრიდონ ხალვაში", "პარმენ ლორია" (ორივე 1960), "გენერალი აბრამიძე" (1965), "ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე" (1967), "გალაკტიონ ტაბიძე" (1971), "თამარ თეთრაძე" (1976), "ყირიმი" (1981) და სხვ. გამოფენები: "კუბა მხატვრის თვალით" (1968, თბილისი), ­"სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სახვითი ხელოვნება" (1987, მოსკოვი); პერსონალური – თბილისი (1977, 1996) და სხვა; მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საქარ­თვე­ლოს ლიტერატურის მუზეუმში, კუბის, რუსეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და სხვა კერძო კოლექციებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 512; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, საგამომცემლო საქმიანობაში, ქართული წიგნის გამოცემაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1971 - სა­ქართველოს დამსახურებული მხა­ტვარი

გააზიარე: