The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუშნი დადიანი

მუშნი დადიანი
ოფიციალური სახელი:ივანე დადიანი
სხვა სახელი:მებრძოლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

სპირიდონ კედიას და ალექსანდრე ჩხეტიასთან ერთად ხელმძღვანელობდა 1905 წელს ევროპიდან რევოლუციონერებისათვის გამოგზავნილი იარაღის შავი ზღვიდან ზუგდიდში გადატანას. "ზუგდიდის რესპუბლიკის" საქმის გამო პასუხისგებაში მისცეს, საქმის გამოძიების დროს მიიმალა, ამიტომ გენერალ ალიხანოვ-ავარსკის რაზმმა 1906 წლის 3 თებერვალს მისი მამაპაპისეული, დიდებული სახლ-კარი და კარ-მიდამო გადაწვა, ხოლო თვით მუშნი დადიანი ციხეში ჩასვეს. სამეგრელოს რევოლუციის აქტიური მონაწილე. 1924 წელს დახვრიტეს ძმასთან, ოთარ დადიანთან ერთად. კონსტანტინე (კოწია) დადიანის შვილი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.796

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი

გააზიარე: