The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ კანდელაკი

თეიმურაზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1964 წელს.

1965 წლიდან მუშაობს სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1974-1983წწ. იყო სამეცნიერო-კვლევითი სექტორის უფროსი; 1983-2006წწ. სატყეო ეკონომიკის, ტაქსაციისა და ხეტყის დამზადების კა­თე­დრის გამგე; 2006-2007წწ. რეორგანიზაცი­ის შემდეგ – მეტყევეობის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი; 2007-2011წწ. სა­ქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო დეპარტამენტის უფროსი; 2011 წლიდან ამავე დეპარტამენტის სრული პროფესორია; 1997-2001წწ. იყო სა­ქართველოს სატყეო მეურნეობის სა­ხელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მო­ად­გილე; 2011 წლიდან არის სა­ქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის სა­ქართველოს მთიანეთის პრობლემების კომპლექსური შესწავლის კომისიის წევრი; 2013 წლიდან სა­ქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და რესურსების კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი; რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების; გამოქვეყნებული აქვს შრომები სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ტყის რესურსების გამოყენების, სატყეო სექტორის ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწველო ათვისების პრობლემებს; ადგილობრივი მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწველო გამოყენების ერთ-ერთი მკვლევარი, სატყეო მეურნეობის ინჟინერი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 513; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სა­ქართველოს მეტყევეთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2010-)
  • სა­ქართველოს საინჟინრო აკადემია, ­ნამდვილი წევრი (2011-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - სა­ქართველოს დამსახურებული მეტყევე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო -პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: