შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუარსაბ კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის რაიონი. ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1923 წელს და იმავე წელს მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი სტატისტიკის, დემოგრაფიის, ეკონომიკური გეოგრაფიისა და საქართველოს ეკონომიკური პრობლემებისადმია მიძღვნილი. შეადგინა "აღრიცხვისა და სტატისტიკის ტერმინოლოგია (1958). აგრეთვე პირველი სახელმძღვანელო საშუალო და უმაღლეს სკოლებისათვის საქართველოს ეკონომიკურ გეოგრაფიაში. შექმნა საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.142 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |