შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციალა კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1958 წელს, (პედაგოგები: უ. ჯაფარიძე, გ. ჯაში, ბ. შებუევი, ი. გაბაშვილი, კ. სანაძე). 1959 წლიდან სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს; ძირითადი ნამუშევრები: "დიდება გმირებს", "სვანეთი", "მიხეილ ხერგიანი", "იმერეთის პეიზაჟი"; პორტრეტები: "ზინაიდა კვერენჩხილაძე", "ლალო გუჯაბიძე", "ოთარ რჩეულიშვილი", "გიორგი ბოჭორიშვილი", "ლადო ასათიანი" (ყველა ქაღალდი, პასტელი). პერსონალური გამოფენები: ხელოვნების მუშაკთა სახლი (1976), საქართველოს ეროვნული გალერეა (2001), შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი (2010). 1958-2016წწ. მუშაობდა ხატვისა და ფერწერის კაბინეტის გამგედ, სხვადასხვა წრის პედაგოგად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (ყოფილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლე). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 516 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |