The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ კაციტაძე

ეთერ კაციტაძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1989  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ხოტევის სასაფლაო, ამბროლაურის რაიონი
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1938 წელს.

1927-1933წწ. სხვადასხვა ტიპის სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1935-1936წწ. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მუშაობდა ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად დაიწყო მუშაობა; 1938-1941წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, პენსიაზე გასვლამდე (1987), მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის უფროს მასწავლებლად. კითხულობდა ლექციების კურსს დედამიწისმცოდნეობასა და საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, გეომორფოლოგიაში. მისი მეცნიერული მუშაობის თემატიკა მოიცავდა რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული (ლანდშაფტური) პრობლემების კვლევას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს ორ ათეულზე მეტი ნაშრომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია რაჭა-ლეჩხუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.143


გააზიარე: