შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანე კაპანაკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1900 წელს. მოსკოვში ესწრებოდა დრამატულ კურსებს; სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში; 1904 წლიდან იყო თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების რეჟისორი; მან სომხურ თეატრში პირველად, დადგა მ. გორკის "ფსკერზე" (1908). 1921 წელს მან რეჟისორ ლ. კალანტართან ერთად თბილისში დააარსა სომხური თეატრი (თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი). 1921-1922წწ. სასცენო მეტყველებას ასწავლიდა სომხურ დრამატულ სტუდიაში (მოსკოვი); 1923-1926წწ. და 1930-1937წწ. მთავარ რეჟისორად მუშაობდა თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში, 1926-1927წწ. ბაქოს სომხურ თეატრში, 1937-1944წწ. თბილისის სომხურ მოზარდ მაყურებელთა თეატრში; მის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო სომხური სათეატრო კულტურის ამაღლებას, ეროვნულ სამსახიობო ხელოვნებაში რეალიზმის გაღრმავებას. თბილისის სომხურ თეატრში დადგმული გამორჩეული სპექტაკლებია: ჰ. ბერგერის "წყალდიდობა" (1923), ფ. შილერის "ვილჰელმ ტელი" (1924), ა. ლუნაჩარსკის "ცეცხლის გამჩაღებლები" (1924), ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" (1936) და სხვა; სომეხი რეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 524 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |