Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინა კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს. 1991 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005-2009წწ. იყო სლავური ენების კათედრის რუსული ენის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორია რუსულის, კავკასიოლოგიისა და თარგმანის მიმართულებაზე. ამავე წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. ავტორია მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოებისა; თარგმნის სამეცნიერო ლიტერატრას რუსულ ენაზე; თანამშრომლობს სამენოვან სამეცნიერო ჟურნალთან "კავკასიოლოგიური ძიებანი". ენათმეცნიერი-რუსისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Принципы представления многозначных глаголов в русско-грузинских словаря", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რელიგიური ტერმინოლოგია სლავურ-რუსულ და ქართულ ბიბლიურ წიგნებში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 526; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.470 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |