The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარპეზ კაპანაძე

კარპეზ კაპანაძე
Date of birth:12 April, 1919
Date of death:31 October, 2005  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Veterinarian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სა­ქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1943 წელს.

1958-1959წწ. იყო სა­ქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1962-1990წწ. სა­ქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პრორექტორის მო­ად­გი­ლე ვეტერინარიის დარგში; 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. შეისწავლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვეტერინარული ისტორიის პრობლემები, დაამუშავა ვეტერინარული ლექსიკოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ორთოგრაფიის საკითხები; ავტორია ვეტერინარული დამხმარე სახელმძღვანელოსი, ასევე მონოგრაფიული ნაშრომების; მან პირველმა განაზოგადა მსოფლიო სავეტერინარო კონგრესების ისტორიის მასალები. 1979 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ XXI მსოფლიო სავეტერინარო კონგრესის მუშაობაში; იყო ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ვეტერინარიის სექციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 526; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19

Member of Organizations

  • სა­ქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1997-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: