The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია კაპეტივაძე

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 2011  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს; მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1939-1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1940-1952წწ. მუ­შა­ობ­და მოსკოვის ოლქის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური კლინიკის ორდინატორად; 1952-1963წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგედ; 1965-1979წწ. თბილისის უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილთა კლინიკური განყოფილების გამგედ, ამავე ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; მის მიერ დადგენილია აჭარაში იოდის უკმარისობის როლი შარდკენჭოვანი დაავადებების წარმოშობაში. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი (1964), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 530

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - აჭა­რის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: