The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ისაკაძე

გურამ ისაკაძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ისაკაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1975 წელს.

1976-1990წწ. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას: თბილისის კ. ლესელიძის სახელობის სამხედრო სკოლა-ინტერნატის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მასწავლებელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, "საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი"; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 184

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკოლოგიის ქვეკომისია, თავმჯდომარე (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: