შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კაკუბავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ოქუმი, გალის რაიონი. დაამთავრა უკრაინის სოფლის მეურნეობის აკადემიის ზოოტექნიკური ფაკულტეტი 1971 წელს. 1958-1961წწ. მეცხოველეობის ფერმის გამგე; 1970-1971წწ. პარტიის ქალაქკომის საორგანიზაციო გან-ის ინსტრუქტორი; 1971-1972წწ. სოფლის მეურნეობის ზოოტექნიკოსი; 1972-1974წწ. სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის დირექტორი; 1974-1976წწ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1976-1978წწ. სოხუმის ხორცკომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი, ვეტტექნიკოსი; 1978-1988წწ. პოლიტპატიმარი; 1989-1991წწ. სოხუმის ხორცკომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, პროპორციული სიით სოხუმის N9 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 2007 წლამდე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |