The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა კეჩხუაშვილი

ნანა კეჩხუაშვილი
Date of birth:8 April, 1952  (73 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძევერა, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგების გეოგრაფიის სპეციალობით 1976 წელს.

1977 წელს მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის აკადემიის ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1981-1984წწ. სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. მუშაობდა თემაზე - "ანთროპოგენური ზემოქმედების გავლენა წითელმიწა ნიადაგების შედგენილობა-თვისებებზე". 1992 წელს პარალელურად მუშაობა დაიწყო თბილისის ვ. დვალიშვილის სახელობის მე-4 ქართულ გიმნაზიაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1998-2002წწ. იყო დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აგრეთვე მეთოდური ხასიათის წერილები გაზეთებსა და ჟურნალებში. არის მასწავლებლის მეთოდური წიგნის - "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის" (IX კლასი) თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მინიჭებული აქვს მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია (1998), საუკეთესო მასწავლებელი (1998), გეოგრაფიის მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.146


Share: