| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრე კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1966 წელს. 1956-1972წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა რაიონში სატელეფონო კვანძის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; იყო საქალაქო სატელეფონო ქსელების განყოფილების უფროსი; 1972-1978წწ. საქალაქო და სასოფლო სატელეფონო ქსელების სამმართველოს უფროსი; 1980-1983წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კავშირგაბმულობის სექტორის გამგე; 1983-1991წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრის პირველი მოადგილე; სამინისტროში მუშაობის პერიოდში კავშირგაბმულობის სფეროში დანერგა უახლესი ტექნოლოგიები; საქართველოს კავშირგაბმულობის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მისი წიგნი "ძმები სიმენსები საქართველოში" ითარგმნა გერმანულ ენაზე და გამოიცა მიუნხენში (1990), ერთი ეგზემპლარი ინახება ამავე ქალაქის სიმენსების მუზეუმში. მრავალი გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 540; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

