შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი კარბელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1956 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1988-2005 წწ. ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილებას; მის მიერ შესრულებულ ნაშრომთა თემატიკა მრავალფეროვანია და ძირითადად ქართული გრაფიკული ხელოვნების სფეროს მოიცავს. თუმცა, გარდა გრაფიკისა, მისი კვლევის ინტერესი სახვითი ხელოვნების სხვა დარგებსაც უკავშირდება; აქვს ნაშრომები ქართული არქიტექტურული ძეგლების, ფერმწერი მხატვრებისა და მოქანდაკეების შესახებ. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 537; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge; georgianart.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |