The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ ნაკაშიძე

მალხაზ ნაკაშიძე
Date of birth:8 October, 1975  (49 years)
Category:Public official, Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; სამართლის დოქტორი (თსუ 2010) კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის სფეროში; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესთა სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, შედარებითი პოლიტიკა და მმართველობა. ასწავლის სასწავლო კურსებს კონსტიტუციური სამართლის დარგში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმართველობის ნახვერადსაპრეზიდენტო სისტემებში" (tsu.ge).

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კარიერა დაიწყო 2000 წელს, როგორც სამართლის სფეროში მიწვეულმა ლექტორმა; დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს როგორც ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიანტი, კვლევის განსახორციელებლად მივლინებული იყო დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში და 2013 წელს დაასრულა თავისი პოსტ – სადოქტორო კვლევა თემაზე: "პარლამენტი და დემოკრატიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში", რაც გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში მაკმილანის გამომცემლობის მიერ 2016 წელს (springer.com); მუშაობს პროექტზე: "საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ევროპასა და აშშ-ში: გამოცდილება და დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში". 2003-2004წწ. იყო კერძო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი და ფონდ "სამართლიანი არჩევნები"–ს რეგიონალური კოორდინატორი (2004); 2007-2009წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში: 2004–2005წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2005–2007წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი; 2009–2010წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; 2010–2012წწ. კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე; 2014-2018წწ. არჩეულ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად იურიდიული ფაკულტეტიდან. გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო, ერთი მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიები საქართველოში და საზღვარგარეთ კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის აქტუალურ საკითხებზე; 2016 წელს გაიმარჯვა აშშ-ის მთავრობის მიერ  გამოცხადებულ კონკურსში Fulbright Visiting Scholar Program – მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია და 2016-2017 სასწავლო წელს იყო ფულბრაიტის მკვლევარი ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში; 2018 წლის ოქტომბერში იყო მიწვეული მკვლევარი რომის საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში (uniroma1.it), სადაც მუშაობდა კვლევაზე საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით პროფესორ ჯანლუკა პასარელთან თანამშრომლობით; იმავე წელს მოიპოვა ლატვიის სახელმწიფო კვლევითი სტიპენდია (Latvian State Research Scholarship 2018/2019) და როგორც მიწვეული მკვლევარი მუშაობდა ლატვიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. კვლევის მიზანი იყო ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო მმართველობის და საარჩევნო სისტემების შესწავლა; ასევე არის თურქეთის მთავრობის დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის (Mevlana Exchange Program) 2018 წლის გამარჯვებული და კითხულობდა სალექციო კურსს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში ათათურქის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.gemalkhaznakashidze.com

Member of Organizations

  • ევროპის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია, წევრი (2016-)
  • კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2017-)
  • საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (2017-)
  • ფულბრაიტის საერთაშორისო ასოცაცია, წევრი (2017-)

Bibliography


Share: