The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია კვერენჩხილაძე

ლია კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს.

1976-1988წწ. მუშაობდა ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. 1988 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე, კითხულობს ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. იკვლევს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის აქტუალურ საკითხებს, ეკოლოგიური განათლებისა და აღზრდის პრობლემებს. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლებისა და აღზრდის საკითხები საქართველოს გეოგრაფიის სწავლებაში", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.148-149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

ბიბლიოგრაფია

  • გეოგრაფია : მასწავლებლის წიგნი: მე-10 კლასი (თანაავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2009. - 94გვ.. - ISBN: 9789994055715
  • კონტინენტები და ოკეანეები : ფიზიკური გეოგრაფია 7 კლასი: სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 205გვ.. - ISBN: 9994030248
  • დედამიწა ჩვენი პლანეტა : გეოგრაფიის დაწყებითი კურსი 6 კლასი (თანაავტორი). - თბილისი, კლიო: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2003. - 199გვ. . - ISBN: 9994090224

გააზიარე: