The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო კარიბოვი

ოფიციალური სახელი:სერგიოს კარიბიდისი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეშთაშენი, ­ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერ­გეტიკის ფაკულტეტი სამრე­წველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის სპეციალობით 1958  წელს.

1958-1964წწ. მუ­შა­ობ­და თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1964-1972წწ. მივლინებული იყო მოსკოვის ენერ­გეტიკის ინსტიტუტში; 1972-1986წწ. მუ­შა­ობ­და თბილისის ელმავალმშენე­ბელ ქარხანაში წამყვან სპეციალისტად; 1988 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში ელექტრული ტრანს­პორტის კა­თედრას ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და; 2011 წლიდან კი მი­მარ­თულების ხელმძღვანელია; მისი ნაშრომები ძირითადად ეძღვ­ნება ელექტრომოძრავი შემადგენლობის წევის ამძრავის კონსტრუირებას და კვლევას; არის მრავალი სამეცნიერო შრომის (მათ შორის სამი გამოგონების), მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი. ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 546-547

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სა­ქართველოს სა­ხელმწიფო პრემია
    შრო­მისათვის "და­მოუკიდებელი აგზ­ნების მქონე ეკ-14 ­კოქსმქრობი ელმავლის კვლე­ვა, შექმნა და და­ნერ­გვა"

გააზიარე: