The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთო კიკაბიძე

ავთო კიკაბიძე
Legal name:საჩინო კიკაბიძე
Date of birth:4 November, 1956  (68 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს.

მუშაობა დაიწყო ტრესტ "კოლხეთმშენის" N5 მოძრავ-მექანიზირებულ კოლონაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1981 წლიდან მუშაობს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტში, "საქაგრომრეწვში", სპეციალურ საპროექტო ბიუროში, "საქწყალექსპლოატაციაში" სხვადასხვა თანამდებობებზე. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც დამუშავებულია სასურსათო ფონდის შევსების მიზნით - სახალხო მეურნეობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის - ნიადაგის რწყვის რეჟიმისა და მელიორაციასთან დაკავშირებული საკითხები. არის აღმოსავლური ორთაბრძოლების (კარატე) ინსტრუქტორი (შავი ქამარი, მეორე "დანი"). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიადაგის წყლის ბალანსი და შაქრის ჭარხლის რწყვის რეჟიმი შიდა ქართლის პირობებში", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.150-151

Bibliography


Share: