შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თებრო კიკილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლაგოდეხი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგის სპეციალობით 1936 წელს. 1936-1939წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1939-1944წწ. იყო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის დაუსწრებელი ფაკულტეტის დეკანი. ამავე დროს კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1942-1947წწ. მუშაობდა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1947-1985წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. კითხულობდა ზოგადი ჰიდროლოგიისა და ოკეანოლოგიის, სსრკ ჰიდროგრაფიის კურსებს. 1945-1956წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. იგი იკვლევდა საქართველოს მდინარეთა ქსელს. ჩაატარა საველე სამუშაოები მთელ საქართველოში და შეადგინა საქართველოს რეგიონების მდინარეთა ქსელის სიხშირის კოეფიციენტების რუკები. გამოქვეყნებული აქვს 31 სამეცნიერო სტატია. ეწეოდა მთარგმნელობით მუშობასაც. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1943). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდინარე მტკვრის ზემო წელის ჰიდროლოგიური რეჟიმი", დაიცვა 1942 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.151 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |