The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვსევოლოდ კარჟავინი

ვსევოლოდ კარჟავინი
Date of birth:4 June, 1904
Date of death:19 August, 1992  (at 88 years)
Burial location:დაბა აგუძერა, სოხუ­მი
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1925 წელს.

მუშაობა დაიწყო გამოყენებითი მინერალოგიის ინსტიტუტში; პარალელურად მოღვაწეობდა მოსკოვის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში; 1931-1936წწ. იყო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "აზო­ტი" განყოფილების გამგე; 1936 წელს გადაა­სახლეს (ბრალდებით კონტრრევოლუ­ცი­ური საქმიანობისთვის); 1942-1943წწ. მუშაობდა ქ. მაგადანში, ქიმიური კვლევების ლაბორატორიაში; 1943-1946წწ. ქ. ნორილსკის მეტა­ლურგიულ კომბინატში; სპეც. ობიექტზე ქ. ობნინსკში; 1947 წლიდან სოხუმის ფიზიკური-ტექნიკის ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება თხევადი საწვავის სინთეზის საკითხებს; ნახშირბადის ჟან­გეულებისა და წყალბადისაგან ნახშირწყალბადოვანი ნაერთების კატალიზურ სინთეზს. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1949).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 552

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - ღირსების ორდენი
  • 1968 - ლენინური პრემია
  • 1953 - სტალინური პრემია
    დიფუზური ფილტ­რების ოქსიდირების ტექნოლოგიის დანერგვისათვის
  • 1951 - სტალინური პრემია
    მიენიჭა ურანის იზოტოპების ­განცალკევე­ბის ექსპლუატაციაში გაშვების სამუ­შაოებში მონაწილეობისათვის
  • 1931 - ლენინის ორდენი

Share: