Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე კარტოზია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოქალაქევი, ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბიოლოგიის განყოფილება 1934 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ი. ბერიტაშვილის ხელმძღვანელობით; 1935-1937წწ. შეთავსებით მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში ფიზიოლოგიის კათედრაზე; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1922 წელს იყო სოფელ გეჯეთის (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი) შვიდწლიანი შრომითი სკოლის მასწავლებელი; 1927-1930წწ. ბეთლემის (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი) ოთხწლედის გამგე; 1937 წლიდან მუშაობდა თბილისის 33-ე საშუალო სკოლაში (ამჟამად მე-18 საჯარო სკოლა) თავდაპირველად სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 1940 წლიდან დირექტორად; ავტორია სასწავლო-მეთოდური ხასიათის შრომებისა, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "ნერვული სისტემის სწავლება მე-8 კლასში". მეთოდისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 556-557 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |