შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის კარტოზია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის სამთო ინსტიტუტი 1963 წელს. 1987-1996წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1996 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა მიწისქვეშა ნაგებობათა და შახტების მშენებლობის კათედრას; მისი სამეცნიერო შრომები დაკავშირებულია მიწისქვეშა წიაღისეული სივრცის ათვისების პრობლემების გადაწყვეტასთან; მან დაადგინა ქანის მასივებზე სხვადასხვა სამთო სამშენებლო ტექნოლოგიების გავლენის ზოგადი კანონზომიერებები; დაამუშავა რთულ სამთოგეოლოგიურ პირობებში სამთო გვირაბების მშენებლობის მეთოდები; შეიმუშავა ხელოვნურად გაყინული ქანებით აგებული მზიდუნარიანი კონსტრუქციების გაანგარიშების მეთოდები და ქალაქის მიწისქვეშა ნაგებობათა ეკოლოგიურად უსაფრთხო დაპროექტების კონცეფცია. მიღებული აქვს ალექსანდრე სკოჩინსკის სახელობის პრემია (1996). სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 557 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |