Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ცარო კარტოზია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1971-1975წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1974-1976წწ. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭოს პრეზიდიუმის სწავლული მდივანი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ბიოლოგიის საბჭოს წევრი. მის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენს დედის, ნაყოფისა და ბავშვის ნივთიერებათა ცვლის თავისებურებების, მათ შორის მეტაბოლური პროცესების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების შესწავლა. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1975). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 557-558 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |