The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია კასრაძე

მინდია კასრაძე
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1986 წელს.

1987-1991წწ. მუ­შა­ობ­და ბათუმის ბავშვთა პოლიკლინიკასა და ბათუმის რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედად; 1992-1993წწ. სა­ქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სამამულო ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში; 1993 წლიდან ლიტვაში კლაიპედას ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედია; 2004 წლიდან კლაიპედას უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი; 2015 წლიდან – პროფესორი; არის დ. ტვილდიანის სახელობის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2013); 1989-1991წწ. იყო აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა და სპეციალისტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2010-2015წწ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "Innovative Medicine and Biology" (კანადა) ლიტვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 4 მონოგრაფია, 2 ლექსიკონი და 1 სამეცნიერო- მეთოდური სახელმძღვანელოა. ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ბიომედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002, ლიტვა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 566

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: