The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაუდ დავითაძე

სხვა სახელი:დაუდ დავითიძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1990  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა აჭარის პარტიული სკოლა და ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი.

1933 წლიდან მუშაობდა ხულოს რაიონში პარტიულ თანამდებობაზე. 1934 წლიდან იყო ბათუმის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორი; 1937 წლიდან აჭარის ასსრ იუსტიციის სახალხო კომისარი; 1938 წლიდან აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; სსრკ მეორე და მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; საქართველოს კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.832

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: