The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ დათეშიძე

სამსონ დათეშიძე
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1928  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:კალიგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური.

დაამთავრა თბილისის საოსტატო სემინარია 1882 წელს და იმავე წლიდან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში. იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც 1912 წელს აკაკი წერეთლის მოგზაურობას უხელმძღვანელა რაჭა-ლეჩხუმში. რაჭაში აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს: ზღაპრებს, ლექსებს, შაირებს, ლეგენდებს, ანდაზებს და პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა. 1919 წლიდან განაგებდა "ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის" სტამბას ქუთაისში. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.837

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1892-1900)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: