Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტი 1969 წელს. სტუდენტობამდე მუშაობდა "თბილმშენის" მუშად; 1969-1970წწ. იყო ბათუმის თევზსაჭერი ტრალერის, 1970-1971წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ "ქერჩის" ელექტირკოსი; 1971-1972წწ. საქმთავარენერგოს ინჟინერი; 1972-1973წწ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "მიონის" საამწყობო საამქროს ინჟინერი; 1973-1975წწ. არმიის ოფიცერი: 1976-1982წწ. თბილქალაქმშენის II სამმართველოს მთავარი მექანიკოსი; 1982-1988წწ. საპროექტო ინსტიტუტ "მეტრაქსის" წამყვანი კონსტრუქტორი; 1988-1994წწ. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის ინსტრუქტორი. მონაწილეობდა შავი, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების აფროსანთა შეჯიბრებებში და საზღვაო ექსპედიციაში (1999) - "აბრეშუმის გზა - დიალოგის გზა" (ფოთი-გენუა-ფოთი). მას მთავარი საქმე - კვლევა-ძიება-ნაოსნობა ძველი კოლხეთისა და იბერიის ზღვაოსნებმა, ნავმშენებლებმა და მოგზაურებმა შთააგონეს. მარტოდმარტო მოგზაურობის სურვილი ამერიკელი - მსოფლიოს გარშემო აფრიანი ნავით პირველი მარტოდმარტო მოგზაურის ჯოშუა სლოკამის (1895-1898) წიგნმა აღუძრა. 1994-1995წწ. თვითნაგები კრეისერული იახტით დედამიწის გარშემო მარტოდმარტო ნაოსნობის პირველი ცდა უკვე ჰქონდა. ფოთიდან კანარის კუნძულებს მიაღწია, მაგრამ უსახსრობის გამო მოგზაურობა შეწყვიტა. 2004-2006წწ. ემზადებოდა დედამიწის მარტოდმარტო შემოსავლელად მსოფლიოში ყველაზე მცირე (სიგრძე 3,27 მ.) თვითნაგები კრეისერული იახტით. მარშრუტი - საქართველო-საბერძნეთი-იტალია-სამხრეთ ამერიკა-ჩინეთი-ინდოეთი-არაბეთი-ეგვიპტე-ისრაელი-კვიპროსი-საქართველო იყო. მოგზაური, დამპროექტებელი, ნავმშენებელი, აფროსანი, კაპიტანი, ვიდეოფილმების და საზღვაო წიგნის ავტორი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.154-155 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |