Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ კილასონია![]()
Biographyდაბადების ადილი: ქ. ქუთაისი. 1938-1941წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საიდანაც მეოთხე კურსის სტუდენტი გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1942 წელს დაამთავრა თელავის საზენიტო არტილერიის სამხედრო სასწავლებელი. ომის დროს იბრძოდა უკრაინის I და II და ბელორუსიის I ფრონტზე ჯერ ოცეულის, შემდეგ ბატარეის მეთაურის თანამდებობებზე. მას მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1959 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1971 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, ხოლო 1972 წლიდან კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1976). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალსაცავთა მრავალწლიური რეგულიერების გაანგარიშების საკითხისათვის მონტე-კარლოს მეთოდით", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.155-156
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |