The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა კასრაძე-დამერი

მანანა კასრაძე-დამერი
Date of birth:3 October, 1954  (70 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი სხეულების ფიზიკის სპეციალობით 1980 წელს.

1981 წლიდან ას­წავლი­და ფიზიკას ჩელიაბინსკის (რუსეთი) სხვა­და­სხვა საშუალო სკოლაში; 1988 წლიდან მუშაობს ჩელიაბინსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; ხელმ­ძღვანელობს დოქტორანტურას, ას­პირანტურას და სამაგისტრო პროგრამებს; არის ­დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; იკვლევს ფიზიკის სწავლების ასპექტებს (ცნებათა ფორმირება, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწავლების ტექნოლოგიების გამართვა), უმაღლესი განათლების საკითხებს; 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ფართომასშტაბიან პედაგოგიურ ექსპერიმენტს სკოლაში ფიზიკის წინმსწრები სწავლების დასანერგად, დაამუშავა და შექმნა ფიზიკის სახელმძღვანელოები მე-5–6 კლასებისთვის, რომლებიც დაი­ნერგა რუსეთის სკოლებში; არის მრავალი სასწავლო კურსის ავტორი; 1994 წლიდან ფიზიკის სწავლების მეთოდიკაში ჩატარებული რუსეთის სტუდენტების ოლიმპიადების ორგანიზატორი და ჟიურის თავმჯდომარე; არის ქარ­თულ ენაზე შექმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; მიღებული აქვს პატენტი დიდი ჰადრონუ­ლი კოლაიდერის სასწავლო მოდე­ლის შე­ქმნისთვის. თანაავტორებთან ერთად გამოცემული აქვს ფიზიკის სახელმ­ძღვანელოები ქართული ­ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისთვის (1998–2006); მიღებული აქვს რუსეთის განათლების აკადემიის ჯილდოები. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 567

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების აკადემია , ნამდვილი წევრი (1998-)

Bibliography

  • ფიზიკა : მე-9 კლასის სახელმძღვანელო (Co-Author) // ნაწ.2. - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 131 გვ.. - ISBN: 99928-67-77-9
  • ფიზიკა : მე-9 კლასის სახელმძღვანელო (Co-Author) // ნაწ.1 . - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 160გვ.. - ISBN: 99928-67-34-5
  • ფიზიკა : მე-7 კლასის სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, ინტელექტი, 2000. - 144 გვ.. - ISBN: 99928-67-22-1
  • ფიზიკა : მე-8 კლასის სახელმძღვანელო (Co-Author). - თბილისი, ინტელექტი, 1999. - 160გვ.. - ISBN: 9992867-85-X

Share: