შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კაშიბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1937 წელს. 1937-1940წწ. მუშაობა დაიწყო დონბასში; 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1943 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრაზე; 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე კათედრას; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მაღაროს აეროდინამიკური წინაღობის მნიშვნელობის თეორიულ და ექსპერიმენტულ განსაზღვრას; მან შეისწავლა შახტებისა და მაღაროების აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტის დამოკიდებულება ნახშირის სანგრევების (ლავების) სიმძლავრეზე; შექმნა ორიგინალური ტიპის აეროდინამიკური სასწორი, რომლის მეშვეობით დაადგინა აეროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტები და მათი საანგარიშო ფორმულები სხვადასხვა ტიპის სამაგრებითა და მექანიზებული და ლენტიანი კონვეიერებით აღჭურვილ გვირაბებში; მაღაროში დანერგა პნევმოკონტეინერული ტრანსპორტი; აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ხელოვნების დარგში – ავტორია რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოების (რომანსი, სონეტი, ფანტაზია ფორტეპიანოსათვის). სამთო ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 575-576 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |