The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გალაქტიონ დანელია

დაბადების თარიღი:1909  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გაღმა ზანათი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი.

1932 წლიდან მუშაობდა აღბულახის (თეთრიწყარო) რაიონის სოფელ კოდის კოლმეურნეობის სკოლის გამგედ, 1933 წლიდან იყო აბაშის რაიონის სოფელ მარნის საშუალო სკოლის დირექტორი. 1939 წლიდან კი ხელმძღვანელობდა აბაშის რაიონის განათლების განყოფილებას. ამავე წლის ივნისში დაჯილდოებულ იქნა შრომის წითელი დროშის ორდენით, ხოლო სოფელ ზანათმა რაიონული საბჭოს დეპუტატად აირჩია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.838


გააზიარე: