The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ კომახიძე

ზურაბ კომახიძე
Date of birth:3 February, 1926
Date of death:23 December, 2008  (at 82 years)
Category:Geographer, Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აჭყვისთავი, ქობულეთის რაიონი.

1936-1942წწ. სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში, საიდანაც სწავლა გააგრძელა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1943 წელს. 1945 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი; 1948 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეორე კურსიდან, რომელიც დაამთავრა 1952 წელს ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 

მუშაობდა სოფელ დღვანის (ხულოს რ-ნი) რვაწლიანი სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად. 1952-1955წწ. მუშაობდა სოფელ ჩაისუბნის (ბათუმის რ-ნი) საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1954-1956წწ. სოფელ აჭყვისთვის საშუალო სკოლის დირექტორად; 1956-1960წწ. ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ; 1960-1965წწ. საქართველოს კპ ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1965-1982წწ. პირველი, მეთოთხმეტე და მეთექვსმეტე საშუალო სკოლების დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად; 1982-1992წწ. ქ. ბათუმის განათლების განყოფილების გამგეა; 1992 წლიდან მუშაობდა გონიოს (ხელვაჩაურის რ-ნი) კოოპერაციული ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანად, ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილების გამგედ; 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის პრორექტორია; შემდეგ მუშაობდა აჭარის განათლებისა და კულტურის მუშაკთა მუზეუმის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის 2 ბროშურა. სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქობულეთის რაიონისა და ქ. ბათუმის რაიონული და საქალაქო კომიტეტის წევრად, დეპუტატად. 1998 წელს არჩეულ იქნა ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აჭარის ასსრ სკოლის დამსახურებული მუშაკი (1967), გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჭარის სუბტროპიკული მეურნეობის აგრარულ-ინდუსტრიული კომპლექსი", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.160

Bibliography


Share: