Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაყვალა კოროშინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1959წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებულ სახელმძღვანელოთა გამომცემლობა "ცოდნაში" რედაქტორის თანამდებობაზე; 1959 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი კვლევის სფეროს შეადგენდა მათემატიკური მეთოდებით რელიეფის შესწავლა, პარალელურად დაეუფლა კარტოგრაფიის უახლეს მეთოდებს, როგორც ინსტიტუტის კარტოგრაფიულ განყოფილებაში, ისე მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რუსეთის გეოგრაფიის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში მონაწილეობდა კარტოგრაფიულ სამუშაოებში საქართველოსა და მისი რეგიონების ატლასების მომზადებასა და გამოცემაში. გეომორფოლოგიურ განყოფილებასთან ერთდ მუშაობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეომორფოლოგიასა და დინამიკის შესწავლაში, მორფომეტრიულ მონაცემებზე "საქართველოს გეომორფოლოგიისათვის" და სხვ. უკანასკნელ პერიოდში დაინტერესდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისათვის ჰიდროენერგორესურსების პოტენციალის კვლევით. შესრულებული აქვს ამ შინაარსის რამდენიმე რუკა. იკვლევდა აგრეთვე ეკოლოგიის, კარტოგრაფიულ მეთოდიკას და შინაარს (ეკოკარტოგრაფია). წლების მანძილზე მონაწილეობდა გეოგრაფიულ, კარტოგრაფიულ კონგრესებსა და კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.160-161
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |