The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროფანე კორძახია

მიტროფანე კორძახია
Date of birth:16 July, 1890
Date of death:28 April, 1970  (at 79 years)
Category:Geographer, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1910 წელს; კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი პირველი ხარისხის დიპლომით 1915 წელს.

1925 წლამდე მუშაობდა თბილისის საშუალო სასწავლებელში მასწავლებლად. იყო პირველი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი. 1924 წელს მიიწვიეს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, აქ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კლიმატოლოგიის, მეტეოროლოგიის და სხვ. განყოფილებებს, სადაც პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად სამეცნიერო-კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით კლიმატურად დამუშავდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის და საქართველოს ყველა მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები 1935 წლამდე, რის საფუძველზე გამოიცა მონოგრაფიული ნაშრომი "საქართველოს კლიმატური აღწერა". მასში გაშუქებულია საქართველოს ჰავა და მოცემულია თითქმის ყველა მეტეოროლოგიური ელემენტის კლიმატური მაჩვენებლების ცხრილები 100-მდე პუნქტისათვის. 1940 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრაზე, სადაც კითხულობდა ლექციებს კლიმატოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, კლიმატური მასალების დამუშავების მეთოდიკაში. 1945-1949წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მეტად ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას აწარმოებდა. 1946 წელს მოგვცა საქართველოს კლიმატური დარაიონება და შეადგინა საქართველოს დეტალური კლიმატური რუკა, რომლის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა "საქართველოს სსრ ატლასში". 1953-1955წწ. მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევით ინსტიტუტში. მრავალ საკითხთან ერთდ აქ დაამუშვა სამედიცინი მიზნით ამინდის ტიპების კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციამ საკავშირო მასშტაბით ჰპოვა ფართო გამოხმაურება. თეორიულად და პრაქტიკულად მეტად მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევა კურორტ წყალტუბოს ჰავასა და მისი მიკროკლიმატის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. 1955 წლიდან განაგრძო კლიმატური კვლევა-ძიება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალფეროვან კლიმატურ პირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "საქართველოს ჰავა", რომელშიც გაშუქებულია საქართველოს კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები, ძირითადი მეტეოროლოგიური ელემენტების კლიმატური რეჟიმი, ამომწურავადაა დახასიათებული საქართველოს კლიმატური ოლქები, ზონები, ქვეზონები და გამოვლენილია რესპუბლიკის კლიმატური რესურსები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. კლიმატოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნალექები დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1940 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.161-162; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 181

Awards and Honors

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: