შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო კოტარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1938 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1941 წელს გაიწვიეს შეიარაღებულ ძალებში; დაამთავრა საზენიტო არტილერიის საოფიცრო სასწავლებელი ლეიტენანტის ჩინით. ომის პერიოდში იმყოფებოდა კარელიის ფრონტზე ოცეულის მეთაურად; 1946 წლიდან დემობილიზაციის შემდეგ, სწავლა გააგრძელა და დაამთავრა 1948 წელს. მუშაობა დაიწყო კურორტოლოგიის ინსტიტუტში. 1949-1952წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1952 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე. 1957 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება, 1991 წელს - პროფესორის წოდება. მუშაობდა საქართველოს ტერიტორიის მზის რადიაციულ პროცესზე. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, სახელმძღვანელო და ერთი ლექციების კურსი. 1975 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1991). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრიზები დასავლეთ საქართველოში", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგადი მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.163; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.188 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |