შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1929 წელს. 1934-1937წწ. იყო თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე; 1939-1976წწ. განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრას; 1976 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორი; 1954-1956წწ. და 1964-1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ეპიდემიოლოგი; იკვლევდა დიფთერიის, ტიფის, დიზენტერიის, წითელას, ვირუსული ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1963). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 578 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |