ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გოდერძი ბოლქვაძე
დაბადების თარიღი: | 31 აგვისტო, 1995 (29 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, პედაგოგი, ჰუმანიტარი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: დაბა ხულო, ხულოს მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით ისტორიაში, 2018 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით, შუა საუკუნეების კვლევებში, 2020 წელს; 2021 წელს დაასრულა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების სამოც კრედიტიანი პროგრამა - ისტორიის უფროსი მასწავლებელი; 2021 წლიდა სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი; 2021 წლის სექტემბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის დოქტორანტი. 2014-2015 წ.წ. ახალგაზრდული ორგანიზაცია "დავითიანნის" ისტორიის კომიტეტის წევრი; 2018-2019 წ.წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სტუდენტური კლუბის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2016.03 - 2021. 09. წლებში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე; 2021 წლის 15 სექტემბრიდან თბილისის თავისუფალი სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სტუდენტური კლუბი, წევრი (2017-2019)
- ისტორიის კვლევის ცენტრი / Research center for historical studies, წევრი (2020-)
ბიბლიოგრაფია
- შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - II (2023: ბათუმი) : მასალათა კრებული (ავტორი) // ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები: სამცხის საათაბაგოს საეკლესიო განკერძოების პროცესში ბერძენი იერარქების როლი - აწყურის ეპარქია. - ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2023. - გვ.13-31
- შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - I (2022: ბათუმი) : მასალათა კრებული (ავტორი) // ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის შრომები XVI : სამცხის ათაბაგების საეკლესიო პოლიტიკა, მაწყვერელი მღვდელმთავრისთვის ქართლის კათოლიკოსისგან საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობები (XVI ს.). - ბათუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2023. - გვ.94-114
- მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის : სამეცნიერო შრომათა კრებული (ავტორი) // ტომი N 4 : ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი განახლება (ყადიოღლები). - თბილისი, უნივერსალი, 2022. - გვ.68-76. - ISBN: 9789941333958
- ახალგაზრდა მედიევისტთა ასოციაციის სამეცნიერო კონფერენცია (2021 : თბილისი) : მასალები (ავტორი) // ქართული ეპარქიების საკითხი ახალციხის საფაშოში და ქართლის საკათოლიკოსოს მდგომარეობა XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. - თბილისი, თბილ. უნ-ტი, 2022. - გვ.21-43. - ISBN: 978-9941-491-61-0
- სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური კონფერენცია (ქ. თბილისი, 2-3 ნოემბერი, 2017) : მასალები (ავტორი) // ეროვნული და რელიგიური იდენტობის საკითხი აჭარაში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. - თბილისი, საქ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის სტამბა, 2018. - 142გვ.. - ISBN: 9789941803635
|