Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ კაციტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1979წწ. მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუმი); იყო ლითონთა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კათედრის გამგე; 1979-1990წწ. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ლითონთა ტექნოლოგიის კათედრას; 1990-2001წწ. იყო მანქანების საიმედოობის, რემონტისა და მასალათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2013-2014წწ. აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების საიმედოობის გაანგარიშებისა და გაზრდის თეორიული საფუძვლების დამუშავებას, ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლოგიური ხერხების შექმნას გაცვეთილი დეტალების აღდგენისათვის ავტომატური გალვანური (ასევე მდნობის თანაობისას) დადუღების მეთოდებით, აგრეთვე მათემატიკურ საფუძვლებს მანქანების საიმედოობისა და აღდგენის რეჟიმების ოპტიმიზაციისათვის (განზომილებათა და მსგავსობის თეორიისა და ალბათურ-სტატისტიკური მოდელირების გამოყენებით). მის მიერ ნაპოვნია მსგავსობის კრიტერიუმები და აგებულია ადეკვატური მათემატიკური მოდელები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. 2015 წელს მიღებული აქვს სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ოქროს მედალი. აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტები გამოგონებებზე. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 578; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.135 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |