Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ კაციტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის (სოხუმი) მექანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს. იყო ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის პედადოგი; 1976-1982წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მთავარ კონსტრუქტორად; 1982-1985წწ. ამბროლაურის რაიონში ხელმძღვანელობდა აგროსამრეწველო გაერთიანებას; 1986 წლიდან იყო კომბინირებული საკვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 გამოგონების ავტორი. დაამუშავა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სამთო პირობებში მუშაობის გაუმჯობესების მეცნიერული რეკომენდაციები და სუბტროპიკული კულტურების კომპლექსური მექანიზაციისათვის საჭირო მანქანების გაანგარიშების საფუძვლები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 579 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |