შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კაჭახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის სავეტერინარო აკადემიის სამხედრო-სავეტერინარო ფაკულტეტი 1932 წელს. 1941-1945წწ. მუშაობდა "პრიმორსკის" არმიის სავეტერინარო სამსახურის უფროსად; 1947 წელს დაინიშნა თბილისის სავეტერინარო საცდელი სადგურის დირექტორად, რომელიცის ინსტიტუტად გადაკეთების შემდეგ განაგებდა ფრინველთა დაავადებების შემსწავლელ განყოფილებას; მან თანამშრომლებთან ერთად დაამუშავა და წარმოებაში დანერგა ნიუკასლის დაავადების (ფრინველის ცრუ ჭირი) საწინააღმდეგო ორი ვაქცინა და შეიმუშავა მშრალი ვირუსვაქცინების შეფრქვევის აეროზოლური მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები; ვეტერინარი ექიმი; ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი (1953). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 579 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |