შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემზარ მაკარაძე![]()
ბიოგრაფია1987-1992 წწ. ბათუმის მე–18 საბავშვო ბაგა–ბაღის დარაჯი; 1992-1994 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1994-1998 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის ასისტენტი; 1999-2000 წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1999-2000 წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი; 2000-2005 წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-აღმზრდელობითი მუშაობის განყოფილების გამგე; 2006-2009 წწ. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009–2013 წწ. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებილი პროფესორი; 2013-2015 წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნილოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 2015 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: თანამედროვე თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის საკითხები თანამედროვე ეტაპზე, კულტურული ტურიზმის საკითხები თურქეთში, საექსკურსიო საქმე. არის საერთაშორისო ფორუმების მონაწილე, საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნასრომებისა და წიგნების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |