შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ კაჭკაჭიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1973 წელს. 1964 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; ნამუშევრები: "ქალაქური პეიზაჟი" (1975), გრაფიკული სერია "მესხეთი" (1975), "ზამთარი" (1977), "წინაპართა ძახილი" (1984), "კოშკი სიღნაღში" (1986), "თბილისის პანორამა" (1987), ციკლი "ვარიაციები ძველი თბილისის თემაზე" (1975-1998) და სხვა; გამოფენები: "ახალგაზრდა მხატვრები"(1976, 1982, მოსკოვი), საქართველოს სახვითი ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა (1987, თბილისი), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (1987, მოსკოვი) და სხვა; გარდა ამისა მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც გაიმართა ბულგარეთში (1978), ავსტრიაში (1985), გფრ-ში (1988), ქუვეითში (1994) და სხვა; 2013 წელს ჩატარდა პერსონალური გამოფენა თბილისში ("ქარვასლა"); მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეასა და კერძო კოლექციებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 582 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |