Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კახეთელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სამთისი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1936 წელს. 1935-1940წწ. კითხულობდა პოლიტიკური ეკონომიის კურსს თბილისის სხვადასხვა ტექნიკუმში; 1942-1954წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე; 1954-1980წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სხვადასხვა განყოფილების გამგედ; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1939-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა (მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების), რომლებიც ეძღვნება პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის, აგრარულ ურთიერთობათა, სახალხო მეურნეობის ისტორიის, სტატისტიკისა და აღრიცხვის პრობლემებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 585 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |