Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. ალპინიზმის უფროსი ინსტრუქტორ-მეთოდისტი (1958); 14 წლის ასაკში გ. ზურებიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო დაღუპული უკრაინელი ალპინისტების მთიდან ჩამოსვენებაში (1935); 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის მონაწილე, უფროსი სერჟანტი. გასული საუკუნის 50-60 წლებში მრავალი რთული ასვლის მონაწილე კავკასიონსა და პამირზე; მთამსვლელობაში სსრკ ჩემპიონატების სამგზის ოქროს (სტალინის პიკი – 1955, ვოროშილოვის პიკი – 1959, ტაჯიკისტანის პიკი – 1966), ორგზის ვერცხლისა (ლენინის პიკი – 1960, შუროვსკის პიკი – 1962) და ორგზის ბრინჯაოს (1957, მ. ხერგიანთან ერთად გაიარა რთული და სახიფათო მარშრუტი მთა დონღუზორუნის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე, 1958 – ტუტუბაში) მედლის მფლობელი; მყინვარი ტერსკოლი, ყაბარდო-ბალყარეთი – 1992; მწვერვალ იალბუზთან სამთოსამაშველო სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. აღზრდილი ჰყავს ასობით ალპინისტი, მათ შორის ათობით სპორტის ოსტატი და სსრკ ჩემპიონი; ინგლისში მ. ხერგიანთან ერთად მიენიჭა "კლდის ვეფხვის" წოდება (1960). მის პატივსაცემად ერთ-ერთ მთის მწვერვალს (3367 მ) იალბუზთან მისი სახელი ეწოდა. მთამსვლელი, მეკლდეური, პროფესიონალი მწვრთნელი ალპინიზმში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 600 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |