The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდა კოღოშვილი

ლიდა კოღოშვილი
დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1996  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

15 წლის ასაკიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საწარმოებისა და მშენებლობის ობიექტებზე. 1929 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა ქ. ლენინგრადში. აქ იგი იწყებს მუშობას ქარხანა "წითელ პუტილოვეც"-ში. ამავე დროს საღამოს მუშათა ფაკულტეტისა და უმაღლესი კომუნისტური სკოლის მსმენელია. 1933-1939წწ. სწავლობდა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში. სწავლის პერიოდში აწარმოებდა საველე კვლევას მუგოჯარის სტეპებში, უსურიის ტაიგასა და შორეული აღმოსავლეთის ზღვისიპრეთის რაიონებში. 1939 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან, როგორ ახალგაზრდა სპეციალისტი, ეწევა სამეცნიერო-გეოლოგიურ მუშაობას ბარიტის საბადოს რაიონებში, ყაზახეთსა და შემდეგ აფხაზეთის რაიონებში. ომის დროს მუშაობა უხდებოდა უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე მერისის სადაზვერვო პარტიის სპილენძის საბადოებში (აჭარა). შემდეგ მუშაობას იწყებს ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოებში. 1947-1950წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა გეოლოგიის ინსტიტუტში ალ. ჯანელიძის ხელმძღვანელობით. შემდგომში მუშაობდა საქართველოს ნეოტექტონიკის შესწავლაზე; 1963 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევები აისახა სამეცნიერო შრომებში, მათ შორის 2 მონოგრაფიაში. სწორედ ამ მონოგრაფიების საფუძველზე 1975 წელს უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. გარდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, იგი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ და ჟურნალისტურ საქმიანობაში. გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური სტატიები, მოთხრობები, ფელეტონები, რომლებიც სისტემატურად ქვეყნდებოდა საკავშირო და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში. ბოლო წლებში გამოქვეყნდა მისი მოთხრობებისა და სატირული ნოველების წიგნი ქართველ მეცნიერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ - "ერთგულება". გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუხრანის ვაკის გეოლოგია და ჰიდროლოგია", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.163-164

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: