შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო დგებუაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1929 წლიდან მუშაობდა მახარაძის რაიონის ჩაის ცენტრალურ სადგურში ლაბორანტად და თბილისის ბოტანიკურ ბაღში ასისტენტად. 1933 წლიდან იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზუგდიდის ფილიალის მეცნიერ-მუშაკი, 1936 წლიდან უფროსი მეცნიერ-მუშაკი. ატარებდა მნიშვნელოვან კვლევებს ჩაის კულტურის სასუქების მიმართულებით, რაც გამოყენებულ იქნა აგროპრაქტიკაში და ხელს უწყობდა ჩაის ფოთლის მოსავლიანობის ზრდასა და ხარისხს. 1940 წელს მონაწილეობა მიიღო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. 1948 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. რამდენჯერმე იყო არჩეული ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. სუბტროპიკოსი, აგრონომი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.845 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |