The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო დგებუაძე

Date of birth:1906  (119 years)
Date of death:19??
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი.

1929 წლიდან მუშაობდა მახარაძის რაიონის ჩაის ცენტრალურ სადგურში ლაბორანტად და თბილისის ბოტანიკურ ბაღში ასისტენტად. 1933 წლიდან იყო  ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზუგდიდის ფილიალის მეცნიერ-მუშაკი, 1936 წლიდან უფროსი მეცნიერ-მუშაკი. ატარებდა მნიშვნელოვან კვლევებს ჩაის კულტურის სასუქების მიმართულებით, რაც გამოყენებულ იქნა აგროპრაქტიკაში და ხელს უწყობდა ჩაის ფოთლის მოსავლიანობის ზრდასა და ხარისხს. 1940 წელს მონაწილეობა მიიღო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. 1948 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. რამდენჯერმე იყო არჩეული ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. სუბტროპიკოსი, აგრონომი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.845

Member of Organizations

  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1950-)

Awards and Honors

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

Share: