The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია კუბეცია

მზია კუბეცია
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახუნაო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით.

1981-1986წწ. მუშაობდა ქ. ტყვარჩელის მეორე საშუალო სკოლაში გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლად; 1986-2004წწ. მუშაობდა ქუთაისის მეშვიდე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1991 წლიდან პარალელურად ლექციებს კითხულობდა ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტ "გელათში". ხელმძღვანელობს იმერეთის რაიონულ და ქ. ქუთაისის გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდსაბჭოსა და სექციას (2000); 1996-2000წწ. იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მაძიებელი; 2000-2006წწ. აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი, საათობრივად მოწვეული; 2006 წლიდან აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული წევრი. მისი კვლევის შედეგები გამყარებულია ფიზიკურ-გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ მეთოდებზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომები. მიღებული აქვს წლის საუკეთესო პედაგოგი წოდება (1998, 2000), საუკეთესო თემის წარდგენისათვის განათლების სამინისტროს დიპლომი პედაგოგიურ კითხვაში (2001). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმერეთის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი და რაიონალური ბუნებათსარგებლობის პრობლემები", დაიცვა 2001 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.164-165; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: